
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ირაკლი ხახუბიას სახით, “ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.
მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს