
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროში.
“ხაზი გაესვა იტალიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს