ირაკლი ღარიბაშვილი – იციან, რომ მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ოპოზიციის მხრიდან ნორმალური, ევროპული სტანდარტის შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მათ პრაქტიკულად არ უმუშავიათ.
“ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ემზადებოდნენ არჩევნებისთვის. მათ იციან, რომ მარცხდებოდნენ და მარცხდებიან ყველა ქალაქში და შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ, მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ არავის არ მივცემთ არავითარი პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ქვეყანა მშვიდობიანად ჩაატარებს არჩევნებს და გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


