
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს იუსტიციის დღეს ულოცავს.
როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და სამოქალაქო ერთობის განმტკიცებაში.
“იუსტიციის დღეს გილოცავთ იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს.
თქვენი პროფესიონალიზმით, საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულებით განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ კანონის უზენაესობის, სამართლიანობისა და სამოქალაქო ერთობის განმტკიცებაში.
მადლობას გიხდით თქვენი ძალზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შრომისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს