
ავტორი
Front News საქართველო
ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის.
“ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს