
ავტორი
Front News საქართველო
ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც თავისი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული.
“უნდა შეეგუოს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა და აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, მას სრული კომფორტი აქვს მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნებაა გადაიყვანენ, ყველა პროცედურას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკანში. საოცრებაში ვართ, პირდაპირ, კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, ეს კიდევ ცალკე საკითხია, ამაზე დამატებით გავაკეთებ განმარტებას, ჯერ არ მინდა, მაგრამ თვითონ იზიანებს თავს, თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ციხის ადმინისტრაციის და პენიტენციური დაწესებულების და იქ მომუშავე ექიმების ვალდებულება. ჩვენ გადავწყვიტეთ და დამატებითი ექიმების ჯგუფი ჩავრთეთ პროცესში, მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს