
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხორვატიის რესპუბლიკაში ზაალ გოგსაძეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ზაალ გოგსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში.
ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
თაგები:
ხორვატია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს