ირაკლი ღარიბაშვილი – ხვალ მივემგზავრები ბაქოში, უახლოეს მომავალში კი ვაპირებ სომხეთში ჩასვლას


ავტორი
Front News საქართველო
ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, უახლოეს მომავალში კი ვაპირებ სომხეთში ჩასვლას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მას ძალიან კარგი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული, ასეთივე ურთიერთობა აქვს მას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება.
“ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული. ნდობა გვაქვს, რაც მთავარია და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას. მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის“,- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს