ირაკლი ღარიბაშვილი კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო.
მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი