
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ გუიტარდს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. კომპანია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
ფრანგული კომპანია Veolia group მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს. ვეოლია ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 220,000 თანამშრომელი ჰყავს. 2022 წელს კომპანიამ 111 მილიონი მოსახლე უზრუნველყო სასმელი წყლით, 97 მილიონი მოსახლე − სანიტარიული მომსახურებით, გამოუშვა 44 ტერავატ საათი ელექტროენერგია და ამოიღო 61 მილიონი ტონა ნარჩენი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს