
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია “ვიტოლის” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.
აღინიშნა საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლი საერთაშორისო გადაზიდვებში.
კომპანია “ვიტოლი” ენერგორესურსების ვაჭრობის სფეროში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების განვითარებაში ინვესტიციებს თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, მათ შორის ამერიკაში, აზიასა და ევროპაში. ამ დროისთვის კომპანია “ვიტოლს” მსოფლიოს მასშტაბით 40 ფილიალი აქვს გახსნილი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს