
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა.
“მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ – კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ.
მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს