ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას და მოსახლეობას

ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და მათ შორის, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განცხორციელებაც – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მცხეთაში განაცხდა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილის დაპატიმრებით ქვეყანას დიდი განსაცდელი აარიდა თავიდან.
“მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, მე მგონი, ბევრი განცხადება გაკეთდა, ბევრი ემოციაც დავხარჯეთ, ახლა საქმეზე არის კონცენტრირება საჭირო. პატიმარი სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და მათ შორის, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განცხორციელებაც, თუ რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა, განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს დიდი განსაცდელი ავარიდეთ ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


