
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გაიმართულ მიღებას დაესწრო.
მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის “ტვიტერზე” მადლობას უხდის.
“მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს