
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ აბელას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მალტას რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულებულია, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმეს და გამოთქვეს ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მზაობა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგისთვის პოზიტიური სტიმულის მისაცემად მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა მნიშვნელოვანია.
საქართველოსა და მალტას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს