ირაკლი ღარიბაშვილი – მართმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი


ავტორი
Front News საქართველო
კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
“ყველამ კარგად ვიცით რომ ჩვენ სამეულში ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო – გლობალური რეიტინგი – 49 ადგილი მსოფლიოში, რეგიონული რეიტინგი პირველი ადგილი, 14 ქვეყანას შორის, უკრაინა – მაინტერესებს თუ იცით თქვენ რომელ ადგილზეა, გლობალური რეიტინგი 74-ე ადგილზე და რეგიონული მე-7 ადგილი, 14 ქვეყნას შორის, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მეგობრებო. მოლდოვა, გლობალური რეიტინგი 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგით მე-6, აქაც ანუ მართმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი – კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო არის პირველი რეგიონში, მსოფლიოში 45-ე ადგილზე

ირაკლი ღარიბაშვილი – ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა, ეს არის შედეგი ჩვენი მთავრობის მუშაობის