
ავტორი
Front News საქართველო
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარებისა, ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვებს ქვყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება, კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს