
ავტორი
Front News საქართველო
მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას არ სურს არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე გააკეთოს კომენტარი.
“არ მინდა არასერიოზული ადამიანების ქმედებებზე, ხაბეიშვილი ახსენეს და სხვები, გავაკეთო კომენტარი. ეს ადამიანები უბრალოდ არიან ჩვეულებრივი, მარგინალიზებული ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრებას, გნებავთ კრიტიკას, აი შეხედეთ უბრალოდ, რომელი მათი გამოსვლა გახსენდებათ, რაიმე შინაარსიან თემაზე რომ ესაუბროთ?! არაფერზე. რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე. აი ეს არის სახე, მარგინალიზებული, დეგრადირებული ოპოზიციის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს