ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესაზღვრეებს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს.
"საქართველოს სასაზღვრო ძალების პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს ვულოცავ ჩვენს მესაზღვრეებს. ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო და, ამავე დროს, საპატიო მისიაა, იდგე შენი ქვეყნის სადარაჯოზე და იცავდე შენს მიწა-წყალს. სწორედ ჩვენი მესაზღვრეების ვაჟკაცობასა და პატრიოტიზმზე დგას ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის სიმშვიდე. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, რომ ასე თავდაუზოგავად და ერთგულად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ თითოეულ მესაზღვრეს! მშვიდობას, წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის თითოეულ გუშაგს!", – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


