
ავტორი
Front News საქართველო
პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო წელიწადში, დაახლოებით, 200 მლნ ლარს ხარჯავს ვეტერანებისთვის.
“ჩვენი ვეტერანები არიან ჩვენი საამაყო მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენს ვეტერანებს. სახელმწიფო წელიწადში, დაახლოებით, 200 მლნ ლარს ხარჯავს ვეტერანებისთვის, სხვადასხვა სერვისებში იხარჯება ეს 200 მლნ ლარი. ბოლო 10 წელში ჩვენ, შეიძლება ითქვას, დრამატულად გავაუმჯობესეთ სიტუაცია მათთვის, იქნება ეს მათი სოციალური დაცვის გარანტიები, თუ სხვა პირობების გაუმჯობესება. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა ყველა ვეტერანს მადლობა გადავუხადო. ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მინდა მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა მათი გმირობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს