
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. მთავრობის მეთაური მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ კრისტოფ ჰოისგენმა გახსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს