ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს


ავტორი
Front News საქართველო
მეორე ტურში ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია მოსახლეობას, მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი მერი და იყოს სინერგია, განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის“ წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და საბოტაჟი, მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო 3 წელი მისი მთავარი ამოცანა, მიზანი და კონცენტრაცია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარება, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა იქნება.
“მეორე ტურზე კიდევ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, რა ურჩევნია ჩვენს მოსახლეობას, რომ აი ამ მუნიციპალიტეტებში იყოს ჩვენი კანდიდატი, ჩვენი მერი და იყოს სრული სინერგია, განვითარება, მშვიდობა, სტაბილურობა და მხოლოდ საქმე თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში, ღმერთმა არ ქნას, გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობის“ წევრმა და შევიდეს ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია და საბოტაჟი. ამ კითხვაზე, მე მჯერა, ჩვენი ბრძენი ხალხი გადაწყვეტს და ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს. კამპანიის დროს ჩემს გამოსვლებში ვამბობდი, რომ მომდევნო 3 წელი, მანამ სანამ ჩვენ გვაქვს მართვის მანდატი, ჩემი მთავარი ამოცანა, მიზანი და კონცენტრაცია იქნება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის განვითარება, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა და განვითარება ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ამაზე უნდა ვიფიქროთ 24 საათი, რომ ჩვენს ამ დიდებულ ხალხს მაქსიმალურად დავეხმაროთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის, კიდევ ერთხელ გავაკეთებთ სწორ არჩევანს

ირაკლი ღარიბაშვილი – 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი გაუტეხელი ხალხი და გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა

ირაკლი ღარიბაშვილი – ვინ არის ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი პარტიის “ქართული ოცნების“ ალტერნატივა? ალტერნატივა არ არსებობს!