ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნის შიგნით მოქმედ დესტრუქციულ ძალებს ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია აქვთ წამოწყებული საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების დროსაც, ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს ემუდარებოდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის დროს არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და იგივე ხდება დღესაც.
“რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ცდილობდნენ და ცდილობენ, ერთგვარად, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდე ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარე. გახსოვთ კარგად, რომ მაშინ, როცა უვიზო რეჟიმზე იყო გადაწყვეტილება მიღებული, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რომ რაიმენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს ასეთი დიდი, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაო. იგივე ხდება დღესაც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ ევროკავშირში ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები არიან და გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს

ირაკლი ღარიბაშვილი – მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე ევროპაში

ირაკლი ღარიბაშვილი – ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ