Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – მხარს ვუჭერთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს

პოლიტიკა
1136
Frontnews image description

საქართველომ პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ 2021 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგსა და მოლაპარაკებებს.  

 

“მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში.  ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან. პრინციპში, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან-სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს.  მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – მთელი რეგიონის  ინტერესებშია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები