ირაკლი ღარიბაშვილი – მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ


ავტორი
Front News საქართველო
მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოვიდპანდემია ჯერ კიდევ გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
“რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია, კოვიდპანდემია, ბუნებრივია, ჯერ კიდევ მძვინვარებს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. ამის მიუხედავად, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ ამ სიტუაციაში, რაც არის გამოსავალი სწორედ ვაქცინების სახით, ვაქცინები საკმარისზე მეტი შემოვიტანეთ ამ ეტაპისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისაკენ. ეს არის მართლაც რეალური გამოსავალი, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი მშობლები, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები და ა.შ.’’, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს