
ავტორი
Front News საქართველო
მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს გილოცავთ პროფესიულ დღეს!
ჩვენს ურთულეს დროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა ქვეყანაში, განამტკიცოთ მოქალაქეთა უსაფრთხოება და კეთილდღეობა, ამგვარად − უზრუნველყოთ საქართველოს შემდგომი წინსვლა.
მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაუღალავი ძალისხმევისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისათვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ”, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს