
ავტორი
Front News საქართველო
მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს განსაზღვრავს.
“ჩემთვის დიდი პატივია 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ჩვენს სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს. მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას”,-წერს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს