
ავტორი
Front News საქართველო
მოუთმენლად ველი მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ავსტრიის მჭიდრო პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდერ შალენბერგს გლაზგოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
“გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ავსტრიის ფედერალურ კანცლერ ალექსანდერ შალენბერგთან შეხვედრის ძალიან კარგი შესაძლებლობა მქონდა.
მადლიერნი ვართ ავსტრიის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, რაც ევროპული ინტეგრაციის გზას გულისხმობს.
მოუთმენლად ველი მიმდინარე გლობალური და რეგიონული გამოწვევების დასაძლევად ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“,- წერს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს