ირაკლი ღარიბაშვილი – მოვედი, დავიწყე საუბარი და დამიწყეს ლანძღვა-გინება ქალბატონებმა, ეს ტაქტიკა აქვთ, ქალებს გამოუშვებენ, კაცები იქით ჩამალულები ხართ, მაგრები ხართ

ავტორი
Front News საქართველო
რეალურად რეკომენდაცია არის მიცემული, ანუ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა“, რა „ფანჯარა გაიღო“, რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
“იქ სხვა ჩანაწერებთან ერთად, რაც არის, მაგალითად პოლარიზებას რა უნდა ვუშველოთ? მართლაც მაინტერესებს, ერთ-ერთი მთავარი საუბარი ამ საკითხზე მექნება, რა უნდა ვუშველოთ? მოვედი, დავიწყე საუბარი და რითი დავიწყე, რომ ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა ევროპული პერსპექტივის სახით და დამიწყეს ლანძღვა-გინება ქალბატონებმა. ეს ტაქტიკა აქვთ, ქალებს გამოუშვებენ, კაცები იქით ჩამალულები ხართ, მაგრები ხართ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს იქნება, სხვა კითხვებიც არის, რას ვუკეთებთ მაგალითად ჩემს მიერ ჩამოთვლილ ოლიგარქებს, როგორ მოვუაროთ მათ და ა.შ. ასე რომ ვიმუშავებთ, ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ, არც ერთი კითხვა არ უნდა დავტოვოთ პასუხგაუცემელი. მჯერა, რომ როგორც ეს ითქვა უკვე, რეალურად რეკომენდაცია არის მიცემული, ანუ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია. ახლა ესენი გამოდიან და ელაპარაკებიან ხალხს, რომ „ფანჯარა“, რა ფანჯარა გაიღო, რა ფანჯარაზე მელაპარაკებით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხალხო, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი




