
ავტორი
Front News საქართველო
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” წერს.
მთავრობის მეთაური ეგვიპტის პრეზიდენტს კონფერენციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
“მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს