
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის ახალი მინისტრობის კანდიდატურაზე უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, ის გადაწყვეტს საკადრო საკითხებს, მე არ ვერევი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და აღარ გავაკეთებ ამაზე კომენტარს, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი.
მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე, ჩემი მთავარი მისია არის, მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს