ირაკლი ღარიბაშვილი – მთავრობის, სუს-ის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან


ავტორი
Front News საქართველო
ვუბრუნდები კითხვას, რატომ უსმენდა მთავრობა, თუ უსმენდა, საპატრიარქოს გარემოცვას; მე არ ვიცი, გასარკვევია, უსმენდა თუ არა რეალურად პატრიარქის გარემოცვას და რა მიზნით, მაგრამ მთავრობის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს დაცული ყოველგვარი რისკებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ამაზე ალბათ ვთანხმდებით. ნებისმიერი მოქალაქე უნდა სთხოვდეს მთავრობას, რომ პატრიარქი იყოს დაცული და მისი გარემოცვა იყოს აბსოლუტურად სრული კონტროლის ქვეშ აყვანილი, რა თქმა უნდა, კანონიერად. მე სარწმუნო ცნობები და ინფორმაცია არ მაქვს, მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამ. ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი და მათ შორის ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების სამსახურებს, ვიცი, ეს როგორ ხდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს