
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური სამძიმარს უცხადებს ლია მიქაძის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო. ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა. მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას.
ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.
ლია მიქაძე 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს