ირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, საქართველოსა და ქუვეითს შორის ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მზად არის ქუვეითთან ყველა მიმართულებით გააფართოვოს კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში.
“არაჩვეულებრივი იყო პრემიერ-მინისტრ საბაჰ-ალ-ჰალიდ ალ-საბაჰთან შეხვედრა და ყველა ინსტიტუციურ დონეზე ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების გზების საფუძვლიანი განხილვა. მზად ვართ, ყველა მიმართულებით გავაფართოვოთ კავშირები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


