
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი მთავრობის, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში – , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს.
“ჩემი მთავრობის, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის მეშვეობით, ჩვენ მზად ვართ რომ ვიმუშაოთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობარ ქვეყნებთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში და დღეს მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლო ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას, პრემიერ მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ მინისტრ ასადოვს.
ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს და ასევე ჩვენს ქვეყნებს დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს