ირაკლი ღარიბაშვილი – ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან. ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას. საქართველო მუშაობს 12 რეკომენდაციის დასრულებაზე და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს წლის ბოლოს. საქართველო და ევროკავშირი ერთად უზრუნველყოფენ მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას რეგიონში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


ირაკლი ღარიბაშვილი – მე პირადად ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტები, შეხვედრები

ირაკლი ღარიბაშვილი – გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის პრეზიდენტთან

ირაკლი კობახიძე – აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტთან