
ავტორი
Front News საქართველო
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და კავშირების გაღრმავების აუცილებლობას.
“შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს ღარიბაშვილი.
თაგები:
ვიქტორ ორბანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს