ირაკლი ღარიბაშვილი – ნატო-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად.
“ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. ნატოს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.


ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო თავის წვლილს შეიტანს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დიდ მშენებლობაში

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილი – პრაგმატული საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით ჩვენმა მთავრობამ შეძლო უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება