
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა საომარი მოქმედებების მალე დასრულებისთვის.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს