
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მელინე არაკელიანს შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
“შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. პარტიის თავმჯდომარემ ელჩს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პარტიის თავმჯდომარემ ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს