
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესში, ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილს ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა უმასპინძლა.
“ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს