ირაკლი ღარიბაშვილი – ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია


ავტორი
Front News საქართველო
ნოე რამიშვილის ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში ნოე რამიშვილის ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით პატივი მიაგო ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა.
„დღეს ნოე რამიშვილის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო შემოქმედის, მთავრობის პირველი თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დაბადების დღეა.
პირველი რესპუბლიკის ყველაზე ავტორიტეტულმა პოლიტიკოსმა, ბოლშევიზმთან შეურიგებელმა მებრძოლმა „რკინის მინისტრმა“ უდიდესი ძალისხმევა გასწია სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისა და ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისათვის.
ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობისას სამინისტროს შენობაში მისი ბიუსტის გახსნითა და ქუჩისთვის სახელის მინიჭებით ჩვენ პატივი მივაგეთ ევროპული მომავლისაკენ სწრაფვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იმ იდეალებს, რომელთაც ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა. მისი ღვაწლი კვლავაც სამაგალითოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს მსახურება უზენაესი მიზანია”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი სამაგალითო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლოს თავისუფლება უზენაესი ფასეულობაა

ირაკლი ღარიბაშვილი – ნოე რამიშვილმა საკუთარი ცხოვრება საქართველოს დამოუკიდებლობას და მისი ევროპული მომავლის განსაზღვრას მიუძღვნა

ირაკლი ღარიბაშვილი – დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია