
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს