
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
“კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველას – თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა 2 ახალგაზრდა ბავშვის სიცოცხლე და ერთი ხანდაზმული ქალბატონი შეეწირა. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს