Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – ომისა და სიკვდილის პარტიას უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

პოლიტიკა
1261
Frontnews image description

ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი, ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება და მეტი აქტიური მუშაობა შემდეგი წლიდან.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მოტივირებულია, იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე დაჰპირდა ხალხს.

 

“კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ. ომისა და სიკვდილის პარტიას, ასე ვუწოდებ მე მათ, უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ, მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია და ის პროგრესი, რაზეც მე ვისაუბრე. მოკლედ, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება, მეტი აქტიური მუშაობა გჭირდება ახალი წლიდან. მინისტრები ყველანი ვართ მოტივირებული, რომ ყველა ეს პროექტი და დაპირება უნდა შესრულდეს და იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე დავპირდით ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები