
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ჩვენი შეფასებით გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში.
“თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები თქვენი გუნდის წევრებს, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მე-12-ს რაც შეეხება, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება. რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება ცალკეულ კრიმინალურ ქეისთან, არავითარი კავშირი არ არის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს