Logo

ირაკლი ღარიბაშვილი – პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები

პოლიტიკა
1038
Frontnews image description

გასაგებია თქვენი ეს ემოცია, ვიცი, რომ ხართ სუბიექტურად განწყობილი, მაგრამ თქვენ თუ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, უნდა გადარდებდეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამაზე მთავარი საკითხი ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება. რაც შეეხება მთავარ საკითხს. პატარა, მცირეწლოვანი ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რასაც შესაძლოა, მოჰყოლოდა მთელი პროვოკაციები, რომელიც ომამდე ხდებოდა. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკით გამთლიანდება, გაერთიანდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია არაფერზე ფიქრობს, გარდა პირადი კეთილდღეობისა.

 

“კარგად მოგეხსენებათ მათი, ამჟამად უკვე ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ისევ ანტიეროვნული, მოღალატეობრივი პოლიტიკა. როგორ იქცეოდნენ და იქცევიან, ახლაც აცხადებენ, რომ ისინი კვლავ გახსნიან მეორე ფრონტს და დაიწყებენ ომს, ეს მათი ხელწერაა, მეგობრებო. ისინი არ ფიქრობენ არაფერზე, გარდა საკუთარი, პირადი კეთილდღეობისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები