
ავტორი
Front News საქართველო
ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პარლამენტთან ერთად, მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს ამ საკითზე.
“დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში. ასეთია ჩვენი სურვილი და ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად, ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს