
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის – EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს ბეატრის ბუფონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სანდო და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე.
განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო განვითარების აქტიურ ფაზაშია. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის იდგმება. აქვე, ხაზი გაესვა თანამედროვე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობას.
EDF-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში განახლებადი ენერგიების სფეროში ინვესტირების, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებში და ასევე, დაინტერესდა ქარისა და მზის პროექტებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბეატრის ბუფონს ფრანგულ ენერგოკომპანიასთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.
შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ფრანგული ენერგოკომპანიის – EDF -ის ევრაზიის დირექტორი მარკ ჟირარდი, პროექტის ხელმძღვანელი სედრიკ ლავისიერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს