ირაკლი ღარიბაშვილი – ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველებსა და ებრაელებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და ასე იქნება ყოველთვის.
“მინდა ახალი წელი, როშ ჰაშანა მივულოცო ებრაელ ხალხს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მინდა ვუსურვო ებრაელ ხალხს, მშვიდობა და წინსვლა – ისრაელის სახელმწიფოს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარია და მუდამ მხარში გვიდგას.
ჩვენს ერებს შორის საუკუნეებით გამყარებული ურთიერთობა, ძმობა და სიყვარული სულ უფრო მტკიცე ხდება და, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყოველთვის. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს